ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ

ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

"მე ახლაც წილკანში ვიმყოფები, არ ვიცი საიდან მოვიდა 24-საათიანი და გარკვეული ვადები ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ყოველწუთიერი კონტაქტი ოჯახთან და ახლობლებთან, არანაირ ვადაზე არ არის საუბარი", - განაცხადა თინიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინი არის ყველას მხრიდან ისეთი, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. "ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რაც არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, სტრუქტურებზე, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით რამე კონკრეტული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ველოდებით ყოველ წუთს. მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა დროულად გადაწყდეს პრობლემა", - აღნიშნა თინიკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ