"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

მწერალი და უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექს-პრეზიდენტმა მწერლის ყოფილი მეუღლე, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

"მიშა, შენს სახეს სიმართლის წინაშე როგორ აჩენ, კარგად ჩანს. ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე იყო იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც 150 საქმე მოუგო რუსეთს. აი, იმ ნაგავი მოსამართლეებივით რომ ცილისწამებას არ ერიდები და ჭორაობას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ უკრაინის კი არა ნაურუს პრეზიდენტობაც არ შეგეფერება. და შენ იგივე 2008 წელს ჯერ გორში მანქანის ქვეშ შეძვერი შიშისგან, და მერე პუტინს პირდაპირი კაპიტულაციით ჩააბარე საქართველოს ერთი მეხუთედი და კოდორის ხეობა. შენს ბიოგრაფიაშია სწორედ რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა. ანა დოლიძე ჯერ ჰოლანდიაში სწავლობდა, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ ქვეყნის მოქალაქეც არის. შე მართლა ლილიპუტო კაცო, ქალებს რომ ასე ლაჩრულად პასუხობ, მანდ არის შენი ნამდვილი მშიშარა ბუნება. იმიტომ არის, რომ ვერ გიტანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ძალიან ვწუხვარ შენზე - ანწუხელიძეს რომ კლავდნენ და აწამებდნენ, ლაჩარივით დარბოდი მანქანების ქვეშ. და ახლა სრულებით არააქტუალური ხარ ყველაფერ სიკეთესთან ერთად. და შენი შექმნილია ეს საშინელი სასამართლო სისტემა. ნიკა გვარამია ათასჯერ უფრო ჭკვიანიც არის შენზე და ათასჯერ ეთიკურიც. კაცს, შეცდომის აღიარება რომ არ შეუძლია, ნულია მისი ფასი. ფუი შე მართლა არაკაცო", - წერს ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა: 

"არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.

ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს