4 ცვლილება, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება

4 ცვლილება, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება

1-ლი მარტიდან საქართველოში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ ცვლილებებს გთავაზობთ, რომელთა ამოქმედებაც ხვალიდან მოხდება.

სამარშრუტო ტაქსებს 1-ლი მარტიდან 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ

1-ლი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელ გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან „მარშრუტკები“ ესენია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. იხილეთ ვიდეო: 14 ქუჩა, სადაც დღეიდან მიკროვატობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაგიჩერებენ

დასუფთავების სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებს

1-ლი მარტიდან "თბილსერვისის" სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში გადაადგილდება. კერძოდ, დასუფთავების სამსახური ნაგვის გატანას 22.00 საათიდან განახორციელებს ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე - დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე, ანუ საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ