განათლების მინისტრი მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების მინისტრი მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს", - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის სამძიმრის წერილში. ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რის შედეგად 70-ე სკოლის მოსწავლეები, 12-14 წლის ასაკის 6 ბავშვი დაშავდა. მათგან ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ