ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

ოქრუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ დამნაშავეების მხარეს დადგა ის და არა სიმართლის - ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აარიდებს თავს, - ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებაში მისი დიდი წვლილია, რაც იმან განაპირობა, რომ ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალს იტყოდა, თუმცა, დღეს აზრი შეცვლილი აქვს, რადგან ოქრუაშვილმა რომ სიმართლე თქვას, თავადაც მოუწევს პასუხისგება.გარდაცვლილის დედის განცხადებით, ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე ცდილობდა, მაქსიმალურად აერიდებინა თავი პასუხისმგებლობისთვის და კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის.

"მან თქვა, რომ ორივე მხარეს გაუწბილა იმედები და არც ერთი მხარე კმაყოფილი არ დარჩა. მე თქვენი ეთერის მეშვეობით ოქრუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ დამნაშავეების მხარეს დადგა ის და არა სიმართლის. მე მას არ ვთხოვდი, რომ ჩემს მხარეს ყოფილიყო, ის იყო მოწმე და მას უნდა ეთქვა სიმართლე.

მინისტრი, რომელიც თავს ირიდებს ყველა პასუხისმგებლობისგან და ამბობს, რომ მე ეს არ გამიგია, მე ეს არ მაინტერესებს, მე სხვა სამინისტროთი ვიყავი დაინტერესებული, ეს არის სასაცილო. თუ იყავი მინისტრი, პასუხისმგებელი ხარ შენს სამინისტროზე. ირაკლი ოქრუაშვილი ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას, თუმცა, მე არ ვიცი რატომ მოხდა ისე, რომ ის ძალიან გათავისუფლდა ყველაფრისგან.

მინდა შევახსენო ის, რომ როდესაც დღეს ის იმყოფება საქართველოში, ტკბება შვილებით, თავისი ოჯახით, მასში ჩემი დიდი წვლილია, რადგან მე ვიყავი პოლიტპატიმრების კომისიის წევრი და მან რომ განცხადება შემოიტანა, რომ სურდა საქართველოში ჩამოსვლა, მე დავუჭირე მხარი მის ჩამოსვლას. მქონდა იმედი, რომ რამე სიახლეს იტყოდა, თუმცა დღეს გასაგებია, მას რომ სიმართლე ეთქვა, თავისი თავი უნდა დაედანაშაულებინა და თავისი ფეხით წასულიყო ციხეში", - განაცხადა ია მეტრეველმა.

იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ