საგვარეულო მარანი, რომელსაც კულტურული მემკვირდეობის სტატუსი მიენიჭა

საგვარეულო მარანი, რომელსაც კულტურული მემკვირდეობის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კალოუბანში მდებარე დავითაშვილების საგვარეულო მარანს 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

მათივე ინფორმაციით, მარანი დავითაშვილთა საგვარეულო ნაგებობაა. აშენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვით და აგურით. ქვედა წყობა რეგულარულია, შემდეგ კი თევზიფხური ენაცვლება. მარანი მაღალია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული. აღმოსავლეთ ნაწილში მთელს სიგანეზე ქვის საწნახელია ამოყვანილი, რომელსაც სატუჩე დაბლა, შუა ნაწილში აქვს. კედლები თაღნარებით სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა რეგისტრის თაღები უფრო დიდი ზომისაა და ნახევარწრიული თაღებით სრულდება. განაგრძეთ კითხვა (+ ფოტო)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ