"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან

"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.

„მეორე დღეა მონიტორინგის ჯგუფებია გასული, რათა ახლახანს მიღებული წესის დარღვევა არ მოხდეს. აღნიშნული ჯგუფები პირველ ეტაპზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მგზავრებს სიახლეს აცნობენ და აფრთხილებენ. კერძოდ, ის მძღოლები, რომლებიც მგზავრს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსების გაჩერების ნაცვლად სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე, 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული წესით მძღოლების დაჯარიმება უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე, მძღოლების გაფრთხილების პროცესს „თბილისის მიკროავტობუსის" მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ისინი რამდენიმე დღე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. შემდეგ კი კანონდამრღვევ მძღოლებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

1-ელი მარტიდან თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ