"ბედნიერებაა ასეთი ადამიანები, ჩუმად რომ აკეთებენ სიკეთეს" - ისტორია "ფეისბუქიდან"

"ბედნიერებაა ასეთი ადამიანები, ჩუმად რომ აკეთებენ სიკეთეს" - ისტორია "ფეისბუქიდან"

"ფეისბუქის" მომხმარებელი კირა კიწმარიშვილი წერს სტუდენტზე, რომელმაც სრულიად უანგაროდ არაერთი სიკეთე გააკეთა.

"ერთი ბიჭია, ბიჭი რა - ახალგაზრდა კაცი. სტუდენტი იყო ჩემი, წლების წინ. კარგი ადამიანი, სწავლითაც ცდილობდა... მაგრამ კურსი ყავდა ძალიან ძლიერი, განსაკუთრებით - გოგოები. ერთი გოგო იყო, უნიჭიერესი, მაგრამ ფინანსურად ძალიან უჭირდა... მაქსიმალურად შეუწყო ხელი ადმინისტრაციამ, მაგრამ მეორე სემესტრის დამთავრებამდე რომ პირველის ნაწილიც არ ქონდა გადახდილი, უთხრეს - სტატუსის გაჩერება მოგვიწევსო. გაიგო ამ ბიჭმა, შემოვიდა დირექტორთან და - სირცხვილია, მე ვსწავლობდე და ამ გოგოს თანხის გამო სტატუსი შეუჩერდესო. მთლიანად გადავიხდიდი, მაგრამ არ მინდა უხერხეულად იგრძნოს თავი, და თან არც ძალიან ვმეგობრობთო. შევაგროვოთ ყველამ ფული, თანაკურსელებმაც და ადმინისტრაციამაც და ვისაც რამდენი შეუძლია, თუნდაც 5 ლარი, და რაც არ უნდა იყოს, წლიურ თანხამდე მე შევავსებო. ასეც მოიქცა. ნახევარზე მეტი მარტომ გადაიხადა. მასე მერე ასმაგად დაფასდა ეს ბიჭი ჩემს თვალში, რა თქმა უნდა..

მაგრამ გუშინ გავიგე, რომ თურმე ეს არ ყოფილა ერთი შემთხევა. და თურმე კიდევ სხვა თანაკურსელისთვის სრულად გადაუხდია თანხა. არც არავინ იცოდა. ბუღალტერიიდან შემთხვევით გავიგე. რა ბედნიერებაა ასეთი ადამიანები. ჩუმად რომ აკეთებენ სიკეთეს. სამაგიეროს მოლოდინის გარეშე. თუ წაიკითხავს, აქედან ვეტყვი - ღმერთმა გაგახაროს, მიყვარხარ!" - წერს კიწმარიშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს