"ოსკარის" დაჯილდოება დასრულდა - ვის ერგო მთავარი ჯილდოები

"ოსკარის" დაჯილდოება დასრულდა - ვის ერგო მთავარი ჯილდოები

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" დაჯილდოების 90-ე ცერემონია გაიმართა. წლის ფილმის პრესტიჟული ჯილდო წილად ხვდა გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმას", რომელმაც ასევე გაიმარჯვა წლის რეჟისორის კატეგორიაში. მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩერჩილი, მძიმე დროება".

მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს.

ანიმაციური ფილმების კატეგორიაში კი ოქროს ქანდაკება დისნეის ანიმაციას "კოკო" ერგო. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა ესპანურმა ფილმმა "ფანტასტიკური ქალი," რომლის რეჟისორიც სებასტიან ლელიოა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება