გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი, გია მაისაშვილი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. მაისაშვილის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მაისაშვილის ცხედარს სიონიდან 6 მარტს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში, (ხეთაგურის ქ. N 7) დაკრძალავენ.

გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ