ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 32%-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა - შემოწმების 2 თვიანი შედეგები

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 32%-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა - შემოწმების 2 თვიანი შედეგები

დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32%-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს, ტექდათვალიერების 2 თვიან შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა.

გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

"დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ