საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა

საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა

კვლევის თანახმად, დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაარტყეს.

ამავე კვლევის თანახმად, იმ ქალების 64%, რომელმაც ორსულობისას ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. 6%-მა კი აღნიშნა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ