რა სიახლე იგეგმება სასწრაფოს გამოძახებასთან დაკავშირებით

რა სიახლე იგეგმება სასწრაფოს გამოძახებასთან დაკავშირებით

თბილისის მერია და 112-ის სამსახური წლის ბოლომდე სპეციალური პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომლის მეშვეობით მაღალი პრიორიტეტულობის მქონე სასწრაფო სამედიცინო გამოძახების გამორჩევა მოხდება.

აღნიშნული პროგრამის შესყიდვის თაობაზე დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში იყო.

"დღეს ჩვენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის აუდიტის ანგარიში მოვისმინეთ. მოსმენისას აღინიშნა ე.წ. დისპეჩერიზაციის პროგრამის საჭიროების შესახებ, რომელიც საყიდელია და 700 000 ლარი ღირს. აღნიშნული პროგრამა სამსახურს დიდი ხანია სჭირდება, რათა მოხდეს იმის გარჩევა თუ რომელია გადაუდებელი გამოძახება ანუ მაღალი პრიორიტეტის და რომელი - დაბალი პრიორიტეტის. მაღალი პრიორიტეტის მქონე გამოძახებაზე - იქ, სადაც არის გადაუდებელი თემა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფრო სწრაფად უნდა მივიდეს. ამისთვის მსოფლიოში სპეციალური პროგრამები არსებობს და საუბარია ამ პროგრამების შესყიდვაზე. არის შეთანხმება, რომ მერიამ და შს სამინისტროს 112-მა პროგრამა წლის ბოლომდე ერთობლივად შეისყიდონ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ჯერ კიდევ 2013 წელს გასცა, რომლის შესრულებაც ვერ მოხერხდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ