გახოკიძის ქუჩაზე ჩხუბის დროს დაჭრილი, ავტობუსის ორი მძღოლი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გახოკიძის ქუჩაზე ჩხუბის დროს დაჭრილი, ავტობუსის ორი მძღოლი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი ავტობუსის ორი მძღოლი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი ოპერაციული ჩარევის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მათივე ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს კლინიკაში მიყვანისას ჰემორაგიული შოკი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. შედეგად, მას ოპერაციული მკურნალობა დასჭირდა.

მძიმე, თუმცა სტაბილურია გახოკიძის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი მძღოლის მდგომარეობაც. როგორც ამ შემთხვევაში "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "ოპტიმალ მედის" სამედიცინო ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პაციენტიც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას მუცლის ღრუში, ღვიძლისა და კუჭის დაზიანებით, შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ოპერაცია. აღდგა დაზიანებული ქსოვილები და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია", – განაცხადა შათირიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვიდაზიანებები მიიყენა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ