კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის წინ მდებარე ქუთათელაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კალაძე მერიაში არ იმყოფებოდა და ის ქუთათელაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა. დედაქალაქის მერმა ავტომანქანა შარტავას ქუჩაზე, „სითი პარკის“ ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კი შარტავას ქუჩა მერიის წინ, ფეხით მოსიარულეებისთვის აკრძალულ ადგილზე გადაკვეთა.

აღსანიშნავია რომ, ქუთათელაძის ქუჩა (ერთმანეთთან აკავშირებს იოსებიძისა და შარტავას ქუჩებს), რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო, ფეხით მოსიარულეებისთვისაც კი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან თითქმის დანგრეულ ტროტუარებზე პარკირება იყო დაშვებული, მოქალაქეებს კი გადაადგილება ავტომობილების სავალ ნაწილზე უწევდათ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ქუთათელაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუჩაზე პარკირება აიკრძალება.

"დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება ამ პროექტის დასრულებას. აქ იყო პრობლემა ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან ტროტუარები მწყობრიდან იყო გამოსული. ამ პროექტით ჩვენ გავაფართოვებთ ტროტუარებს. ასევე, აქ არის სკოლა და მოსწავლეებისთვის სკოლის წინ მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლის წინ დაზიანებული გზის საფარი გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ავტომობილების პარკირება ხდებოდა ტროტუარებზე, ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა ორი კვირის განმავლობაში ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. სპეციალურად დავამთხვიეთ იმას, რომ ერთი კვირა სკოლებში დასვენებაა და გვინდა ეს დრო მოვიგოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ სასწავლო პროცესს“, - აღნიშნა კალაძემ.

ქუთათელაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება შეადგენს 170 ათას ლარს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ