რას ყვება Microsoft-ში მუშაობაზე 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ორი წელია კომპანიის თანამშრომელია

რას ყვება Microsoft-ში მუშაობაზე 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ორი წელია კომპანიის თანამშრომელია

მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ კომპანია Miscrosoft-ში მუშაობაზე ალბათ ყველა ოცნებობს. ზოგს კი ეს ოცნება უკვე აუხდა. მათ შორის 23 წლის ოთო ბიჭიაშვილსაც, რომელიც Miscrosoft-ში უკვე ორი წელია პროგრამული ინჟინერია. თავდაპირველად, საქართველოდან უმაღლესი განათლების მისაღებად წავიდა, შემდეგ Microsoft-ში სტაჟიორად აიყვანეს, საბოლოოდ კი კომპანიის სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი გახდა.

ამბობს, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს და ყოველდღიურად სამსახურში სიამოვნებით მიდის. გარემოც მეგობრული და თანამშრომლების კომფორტსა და პროდუქციულობაზე ორიენტირებულია. როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში, ამის შესახებ Allnews.ge-ს თავად ოთო ბიჭიაშვილმა უამბო.

"თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ევროპაში გადავწყვიტე, ჩავაბარე გამოცდები (SAT,TOEFEL) და შედეგები ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში გავგზავნე. საბოლოოდ გადავწყვიტე გერმანიაში, Jacobs University Bremen-ში წავსულიყავი, რადგან ყველაზე კარგი დაფინანსება ამ უნივერსიტეტიდან მივიღე. ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებებს, დიპლომის ასაღებად კი ერთ-ერთი მოთხოვნა სტაჟირების გავლაა.

გავიგე, რომ Microsoft-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამები ჰქონდა და მეც ჩემი აპლიკაცია გავგზავნე. ამას მოყვა გასაუბრებების რამდენიმე ეტაპი, ჯერ "სკაიპით", შემდეგ კი უკვე კოპენჰაგენის ოფისში პირისპირ გასაუბრებების სერია. ამის შემდეგ შემომთავაზეს, რომ ზაფხულში 3 თვით აშშ-ში, Microsoft-ის მთავარ ოფისში გამევლო სტაჟირება და მეც დავთანხმდი. სტაჟირების შემდეგ შემომთავაზეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნებულიყავი, როგორც სრულგანაკვეთიანი თანამშრომელი. ჩავთვალე, რომ ეს განვითარების დიდი პერსპექტივა და საინტერესო სამუშაო იყო და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი.

- როგორ ფიქრობ, რატომ დაინტერესდა Microsoft-ი შენით?

ალბათ, ჩემი ლოგიკური აზროვნების უნარმა და სფეროში აშკარა ინტერესმა დააინტერესათ. "სკაიპით" გასაუბრების დროს უმეტესად ჩემს ინტერესებზე საუბარი და ლოგიკური/თავსატეხი ამოცანები იყო განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ