ტელეიმედის შოუს "ცოდნა ფულია" 10 მარტის გადაცემის გამარჯვებული მომავალი ექიმი 25 წლის ლაშა სამჭკუაშვილია. იგი თბილისში დაიბადა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ამჟამად "ჯოენის" კლინიკაში ექთნად მუშაობს და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. მომავალში კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობა სურს. ბოლო კითხვა, რომელმაც ლაშას შოუში გამარჯვება მოუტანა, ასეთი იყო:
ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის:
ა. ცრემლიდან
ბ. ლიმფიდან
ც. ნერწყვიდან
დ. ლიქვორიდან
ლაშამ სწორი პასუხი - ც - ინტუიციურად დააფიქსირა და 25000 მოიპოვა...განაგრძეთ კითხვა