გიორგი მახარაძე თურქეთიდან მიმართვას ავრცელებს - "მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს..."

გიორგი მახარაძე თურქეთიდან მიმართვას ავრცელებს - "მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს..."

მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან, სადაც ის მკურნალობის გასაგრძელებლად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"მოკლედ, მეგობრებო, დღეს იყო საბოლოო პასუხები, მკურნალობამ კარგად ჩაიარა, მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს. 3 თვეში გადასამოწმებლად დამიბარეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ვიყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა, მიყვარხართ", - წერს გიორგი.

მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე დღის წინ თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად წავიდა. გიორგი მახარაძემ თბილისში ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და, თურქი ექიმების მოთხოვნის შესაბამისად, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ისევ გაემგზავრა კლინიკაში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს