"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"

"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"

კომპანია „სითი პარკი“ იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან)შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მიმართავს თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი.

„მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან)შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე. აშკარაა "სითი პარკის" მიზანი, რომ ამოიღოს მაქსიმალური ოდენობის საჯარიმო თანხა მძღოლებისგან. იმ ფონზე, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ხოლო ადგილები არასაკმარისი (15 ავტომობილი-1 საპარკინგე ადგილი) არასამართლიანად მიგვაჩნია მასიური საგანგებო-სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ავტომფლობელების მიმართ, რომელმაც მიიღო ყოვლად მიუღებელი რეიდების სახე. უკვე მერამდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ილახება მძღოლთა უფლებები მერიასა და "სითი პარკს" შორის არსებული დაპირისპირების გამო. აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს. ვგმობთ "სითი პარკის" ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ქმედებებს. სირცხვილია, რომ "ძლიერზე" გაბრაზებული "სითი პარკი", "სუსტის" დაჩაგვრით დაკავდა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს სადამსჯელო ღონისძიებებს "სითი პარკი" გაასმაგებელი ენერგიით გაატარებს 10 აპრილამდე,

მივმართავთ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი! მძღოლებს ვთხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას, რომ თავიდან აირიდონ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოქმნილი გაუგებრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ