ვასილ ურუშაძე გუდაურში მომხდარზე - "უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა"

ვასილ ურუშაძე გუდაურში მომხდარზე - "უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა"

როგორც აღნიშნავენ, მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა და უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ საბაგირო გაჩერებულიყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ განუცხადა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ისეთ დანაშაულს, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ტერორიზმსაც კი შევადაროთ.

”ასეთი რაღაც, რაც გუდაურში მოხდა, შეუძლებელია მოხდეს ნებისმიერი გარე ფაქტორის მიუხედავად, თუნდაც ეს იყოს ელექტროენერგიის გათიშვა, კლიმატური პირობები ან სხვა. ნებისმიერ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას აქვს შესაბამისი აგრეგატები, რომელიც გამორიცხავს მსგავსი შემთხვევების მოხდენას იქნება ეს ელექტრომომარაგების პრობლემა, გაუარესებელი კლიმატური მდგომარეობა თუ სხვა. ჩვენ დავინახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ-ტექნიკურ გაუმართაობას, რომელიც არ იყო გამოწვეული კლიმატური პირობებისგან. როგორც აღნიშნავენ, მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა და უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა იმისთვის, რომ მინიმუმ საბაგირო გაჩერებულიყო”, - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, მომხდარში სისტემური პრობლემები იკვეთება.

”ეს სისტემური პრობლემაა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც კანონმდებლობით ვალდებულია აკონტროლებდეს ტრანსპორტის სფეროს ნებისმიერ მიმართულებას. თუმცა, ეს არის ყველაზე არაფექტური დეპარტამენტი. დარწმუნებული ვარ, ერთხელაც არ ექნება ამ დეპარტამენტს საბაგიროების მონიტორინგი ჩატარებული”, - აღნიშნა ურუშაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ