მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, საბაგიროც გაითიშებოდა...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, საბაგიროც გაითიშებოდა...

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო და ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები.

”საბაგირო და მისი ყველა ნორმა იყო შემოწმებული. საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული გერმანული კომპანიაა, რომელმაც დაამონტაჟა აღნიშნული საბაგირო. საბაგიროს ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მომხდარის შედეგად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, ამ შემთხვევაში, მთლიანად საბაგირო გაჩერდებოდა და მსგავსი შედეგიც არ დადგებოდა.

”ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა, რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა, თუმცა თუ გაითიშებოდა, არ იქნებოდა მსგავსი პრობლემა შექმნილი. საბაგირო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს შესწავლა მომხდარი ფაქტის”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ