გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"

გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"

გუდაურში სხვა საბაგიროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და მათი შემოწმების საჭიროება არ დგას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, მათი გამართულობის შესახებ შემოწმების აქტები არსებობს.

“სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა მათგანი გამართულია და ეს დადასტურებულია სხვადასხვა შემოწმების აქტებით. ეს საბაგიროები, რომელიც საქართველოში არის, მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ამასთან, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

„ამ მიმართულებით ანალიზი გაკეთდება. თუმცა შემიძლია გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე დავიყვანოთ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა და საფიქრალი ამ ეტაპზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვა ყველაფერს უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ