ორსული ქეით მიდლტონი, ცივი ამინდის მიუხედავად, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სამხედრო აღლუმზე ქეითი ქმართან, პრინ უილიამთან ერთად იმყოფებოდა. ჰერცოგინიას სამოსი პატრიოტულ ფერებში ჰქონდა არჩეული, კეტრინ უოლკერის მწვანე ფერის პალტო კი მას გასულ წელს ამავე ღონისძიებაზეც ეცვა.
ტემპერატურა ბრიტანეთში ნულს ქვემოთ იყო, ქეითი სიცივეს თბილი პალტოთი, შავი ხელთათმანებით და ჯინა ფოსტერის ლამაზი ქუდით უმკლავდებოდა.
მიდლტონი მესამე შვილს აპრილში გააჩენს.