პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, სამგზის გაიმეორონ ფრაზა - "ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს"

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, სამგზის გაიმეორონ ფრაზა - "ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს"

ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, ეს უკანასკნელი ფრაზა სამგზის გაიმეორონ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ