ერდოღანი - ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია

ერდოღანი - ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ადგილობრივი დროით 08:30 საათის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.

„აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას ტერორისტების ქმედებების შედეგები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რეგიონის ინფრასტრუქტურა აღადგინოს.

იხილეთ ვიდეო: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "აფრინი ტერორისტებისგან სრულიად გათავისფულებულია"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"