გუდაურში ექსპერტები საბაგირო "საძელეს" სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

გუდაურში ექსპერტები საბაგირო "საძელეს" სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები „საძელეს“ სადგურის მონახულების შემდეგ უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გუდაურში პირველი კომენტარი გააკეთეს. ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტების განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ისინი გეგმავენ ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურის მონახულებას, ინციდენტის ადგილის უშუალო დათვალიერებას, მისი მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას. მომდევნო ეტაპზე, ექსპერტები უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.

ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში დღეს დილით ავიდნენ. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს პირველ პირებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად არიან ჩამოსული.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში ექსპერტები საბაგირო "საძელეს" სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ