21 ივნისიდან უკვე თბილისისთვის ნაცნობი კლუბი ”დივა” ბათუმშიც გადაინაცვლებს და რუსთაველის გამზირზე, ბულვარში ჩვეულებრივ დატვრითული რეჟიმით დაიწყებს მუშაობას.
21 ივნისის შემდეგ ”დივა” შემოგთავაზებთ სპეციალურ შოუებს, ხოლო 1 კვირაში გრანდიზული პრეზენტაციით ოფიციალურად გაიხსნება.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის ჯგუფი Gold Dust ისრაელიდან ესტუმრება ბათუმს და ”დივასთვის” შექმნილი სიმღერით – Diva, გახსნილად გამოაცხადებს კლუბს.
აგრეთვე, პრეზენტაციაზე უკრაინელი მოცეკვავეები წარსდგებიან სტუმრების წინაშე. შოუს დადგმისთვის ქორეოგრაფი უკვე სამი თვეა მუშაობდა გოგოებთან ერთად.
საშუალება მოგეცემათ ეგზოტიური შოუ-პროგრამით ცხელი ზაფხულის დღეები სიგრილეში, ვნებით სავსე უკრაინელ მოცეკვავეებთან ერთად გაატაროთ.ევროპულ სტანდარტებზე აწყობილ კლუბს მალე მესამე ფილიალიც დაემატება შარდენის ტერიტორიაზე, სადაც ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"კმაყოფილი ვარ იმით, რომ შევძელი საქართველოში უდიდესი ნაბიჯი გადამედგა, ნაბიჯი ევროპისკენ და შემექმნა ისეთი კლუბები, სადაც ადამიანებს ერთხელ შემოსვლის შემდეგ აღფრთოვანება უკან აბრუნებს. წარმატება გამოისახება სწორ მენეჯმენტში და მიდგომაში დისციპლინასა და მომსახურების მიმართ, სწორედ ამიტომაა ”დივა” ასეთი წარმატებული", - ამბობს კლუბის მეპატრონე პატრიცია დელონი.
კლუბში მისული ცნობადი სახეების ვინაობა, რომლებსაც ურჩევნიათ ანონიმური იყოს მათი სტუმრობა, ანონიმურადვე რჩება.
კლუბში შესვლა ფასიანია და იწყება 30 ლარიდან, თუმცა 21 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან. კლუბი ”დივა” იმუშავებს საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე.
R