მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა, შოკურ მდგომარეობაშია - ექიმის კომენტარი

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა, შოკურ მდგომარეობაშია - ექიმის კომენტარი

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შოკურ მდგომარეობაშია და მკურნალობის კურსს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამავე ცენტრის ექიმმა ქეთევან თარგამაძემ უთხრა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„ავადმყოფს სასუნთქი გზების თერმოინგალაციური დაზიანება აქვს. დამწვარი აქვს სხეულის თითქმის მეოთხედი. მრავლობითი დაზიანება აქვს. ღრმა დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. იგეგმება ოპერაციაც. ავადმყოფი რეანიმაციაში შოკურ მდგომარეობაშია“, - განაცხადა თარგამაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ