WSJ-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე მედვედევს ნერვულად ჩაეცინა

WSJ-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე მედვედევს ნერვულად ჩაეცინა

საერთო ჯამში, დიმიტრი მედვედევის ქცევა დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მშვიდი  და გაწონასწორებული იყო. მხოლოდ ერთ-ერთმა შეკითხვამ აიძულა რუსეთის პრეზიდენტი "ნერვულად გაეცინა".

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა მედვედევს ჰკითხა, როგორ აისახება მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა რუსეთის დამოკიდებულებაზე კომპანია British Petrolium-ის, როგორც პარტნიორის მიმართ.

მედვედევმა აღნიშნა, რომ კომპანიას ზარალის ასანაზღაურებლად სოლიდური თანხები დასჭირდება და ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის მის მოძიებას. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეამსუბუქოს კომპანიების მუშაობის პირობები და დაზღვევის რისკები მსგავსი კატასტროფების დროს, რომლებსაც მთელი სახელმწიფოების დაქცევა შეუძლიათ.

მომდევნო შეკითხვა მედვედევს პუტინზე და მასთან ურთიერთობაზე დაუსვეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რამდენად შეიცვალა მათი ურთიერთობა მედვედევის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, რაზეც პრეზიდენტს ნერვიულად ჩაეცინა.

"მე პრეზიდენტი ვარ, ის კი პრემიერ-მინისტრი. ამით ყველაფერია ნათქვამი", - უპასუხა მედვედევმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა