რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის შოკიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი.

„დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ 24:00 საათში ან 48:00 საათში გაუმჯობესდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ, რომ ძალიან ღრმა დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი სახის და თავის არეში. სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი, ანუ თავი, კისერი, გულ-მკერდის წინა მხარე და ორივე მტევანი”, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტყიბულში, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

იხილეთ: მამაკაცს, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობა თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ