"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია

"მაყუთიანთა" ტოპათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია

საქსტატი ბრუნვის მიხედვით კომპანიების ტოპათეულს აქვეყნებს (2017 წლის მონაცემები). საგანგაშოა, რომ ათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია - შპს "მარსი" (Crystalbet), შპს "ჩემპიონები 111" (Europebet) და შპს "სუპერბეთი 2014" (Liderbet).

ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 400 ათასზე მეტი ონლაინმოთამაშეა, ონლაინთამაშები არასრულწლოვნებისთვის ვერა და ვერ გახდა მიუწვდომელი და ახალგაზრდები თამაშს სწირავენ ქონებას ან ხშირად სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. კანონპროექტი კი, რომელიც სათამაშო ბიზნესში რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, კვლავაც არ დაუმტკიცებია პარლამენტს.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია:

"წარმოიდგინეთ, როდესაც ამხელა ბრუნვაა ონლაინსათამაშო სექტორში, ეს ფული ხომ ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებას აკლდება?! გამოდის, ქვეყანა და ეკონომიკა ღირებულებებს კი არ ქმნის, ფლანგავს. აზარტულ თამაშებში, ძირითადად, ჩართულია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი - ახალგაზრდები 15-დან 40 წლამდე, ისინი, ვინც უნდა შექმნან ეკონომიკა. 400 ათასი ადამიანი დროს წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე კარგავს და ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა, ვინ უნდა იმუშაოს?!

- რატომ ჭიანურდება კანონის მიღება?

- ჩვენს ქვეყანაში ტრენდული გახდა მიდგომა - ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია, რაც დიდი შეცდომაა. არ შეიძლება ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული ბიზნესი ისეთივე მდგომარეობაში ჩააყენო, როგორშიც გართობასა და ხალხის გაყვლეფაზე ორიენტირებული ბიზნესია. მეტიც, სათამაშო ბიზნესი წახალისებულიც კია - საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რადგან მათი დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ხელისუფლება აზარტული თამაშების წახალისებით ხელს უწყობს უმუშევრობას. თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკაში გაიზრდება მსგავსი ორგანიზაციების წილი და შემცირდება ჯანსაღი ეკონომიკის შექმნაზე ორიენტირებული კომპანიების წილი. ღირებულებათა შექმნის შესაძლებლობა ჩაკვდება და წასაგებიც აღარავის აღარაფერი ექნება!

რუსლან ალექსიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარი იურისტი:

"მსოფლიოში არ არსებობს გაკოტრებული სათამაშო ბიზნესი, ყველგან ყვავის და მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მსხვილმა კაზინოებმა პირი შესაძლოა ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და სათამაშოდ აღარ შეუშვან, მაგრამ ტექნოლოგიური ინოვაციების საუკუნეში იოლი გამოსავალი მოძებნეს - შემოიღეს ონლაინსათამაშო სისტემა, სადაც ე.წ. შავი სია არ მოქმედებს. ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის - 12-14 წლის ბავშვები აქტიურად არიან ჩართული წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ