დმანისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონი პოლიტიკურმა პარტიებმა მოიგეს

დმანისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონი პოლიტიკურმა პარტიებმა მოიგეს

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც დმანისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის 16 ჰა იყო გამოტანილი, "დმანისის გადარჩენის ფონდმა" მოიგო, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

აღნიშნული შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ტერიტორია 5 მილიონ 56 000 ლარად იჯარით გაიცა. ფონდს 45-დღიანი ვადა აქვს, რათა ეკონომიკის სამინისტროში გადარიცხოს შესაბამისი თანხა, თუმცა, ამ დღეების განმავლობაში ფონდის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ ტერიტორიაზე შესვლის და იქ ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების.

აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობას "არ-ემ-ჯი გოლდი", "დმანისის გადარჩენის ფონდი" და მესამე დაინტერესებული პირი ღებულობდა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ