ექიმი: სანდრო ბრეგაძე კლინიკაში საკუთარი მოთხოვნით მოათავსეს, მას დაზიანებები არ აღენიშნება

ექიმი: სანდრო ბრეგაძე კლინიკაში საკუთარი მოთხოვნით მოათავსეს, მას დაზიანებები არ აღენიშნება

გუშინ „ქართული მარშის“ წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სანდრო ბრეგაძის ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა და პოლიტიკოსის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, „ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არ აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი თავისი მოთხოვნით მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა ნინო აქიაშვილმა.

სანდრო ბრეგაძე გუშინ ვაკე-საბურთლოს სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, როცა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

იხილეთ ვიდეო: "არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრამვის კვალი" - ექიმის ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ