კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს სურსათით ამარაგებს, 2018 წელს სამჯერ დაჯარიმდა

კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს სურსათით ამარაგებს, 2018 წელს სამჯერ დაჯარიმდა

2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია „ნილი“ ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის.

სააგენტოს ცნობით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება 2017 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დედაქალაქში ორი - თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ