გავრცელდა პეტიცია მოთხოვნით, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას

გავრცელდა პეტიცია მოთხოვნით, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას

Manifest.ge–ზე განთავსებულია პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები თბილისის მერიისგან ითხოვენ, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. პეტიციის ავტორი ჟურნალისტი ლადო გოგოლაძეა.

"მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის" - ნათქვამია Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

26-დღიანი ლოდინის შემდეგ, 20 მარტს დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსცა. ცხედრის გადმოცემა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ჩართულობით მოხდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ