"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს

"მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის..." - რა უთხრა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს

მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაკითხვისას მოსამართლეს განუცხადა.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე. ეს ბრალდებები ეფუძნება კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს“, - განუცხადა მოსამართლეებს ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. „მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 1,5%-ის სხვაობით წავაგე. კადაფის ოჯახისა და მისი გარემოცვის მიერ აგორებული საქმე მე ამ 1,5%-ად დამიჯდა“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ის ლიბიის სახელმწიფო ინტერესების გატარებას უწყობდა ხელს.

„როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე ხელი შევუწყვე ლიბიის სახელმწიფო ინტერესებს? გაერო-ში მე მოვიპოვე მანდატი ლიბიაზე ავიადარტყმების განსახორციელებლად. ჩემი პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კადაფის რეჟიმი კიდევ ხელისუფლებაში იქნებოდა“, - განუცხადა მოსამართლეს ნიკოლა სარკოზიმ.

გუშინ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"