გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს მიუსამძიმრა - ფოტოები წილკანიდან

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს მიუსამძიმრა - ფოტოები წილკანიდან

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში, სამძიმარზე გიგა ოთხოზორიას მშობლები, მეუღლე და შვილები იმყოფებიან.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

არჩილ ტატუნაშვილი კი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი ლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილ სამხედროს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების მშობლების შეხვედრა: არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ