"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან

"საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე" - ნატალია ქუთათელაძის ინტერვიუ ნიუ-იორკიდან

ცნობილი ქართველი მომღერალის ნანი ბრეგვაძის მოსკოვში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება, ყოველ შემთხვევაში, ტელეკომპანია "იბერიისთვის" მიცემულ ბოლო კომენტარში, ქალბატონმა ნანიმ განაცხადა, რომ ავად არის და შეძრულია არჩილ ტატუნაშვილის წამებით. ამ განცხადებამდე ჩავწერეთ ინტერვიუ მის შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ ბებიის გადაწყვეტილებაზე საუბრისთვის ის უფლებამოსილი არ არის.

ნატალიამ ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცნობილ ბებიასა და დედასთან ეკა მამალაძესთან ერთად სიმღერისას მიიქცია. მაღალი, შავგვრემანი გოგონა კალასისეული სასცენო შარმით სწრაფად მოექცა უცხოური მუსიკალური წრეების ყურადღების ცენტრშიც. ამჟამად ნატალია,ნიუ იორკში, ჯულიარდის სახელგანთქმულ მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკური ვოკალის მაგისტრატურის კურსს გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია არ არის მომღერლის გამოჩენით განებივრებული, kvirispalitra.ge მკითხველს ნატალია ქუთათელაძე ნიუ იორკიდან საოპერო კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.

ნატალია ქუთათელაძე:- ჯულიარდში სასწავლო გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, დღე იწყება ძირითადად 10 საათზე და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება საღამოს 9-ზე, თუმცა სპექტაკლების დადგმის პერიოდში ღამის 11 საათამდე გვიწევს ხოლმე რეპეტიციებზე ყოფნა, ამას ემატება თეორიული საგნები, რაც მოითხოვს სახლში დავალებების შესრულებას. საკმაოდ მკაცრი წესებია ჯულიარდში გაცდენებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს, სამი გაცდენის შემდეგ ავტომატურად თავიდან გიწევს ამავე საგნის გავლა. თბილისის კონსერვატორიას როდესაც ვადარებ აქაურ სწავლებას, განსხვავება საკმაოდ დიდია. პირველ რიგში მასალის და პროგრამის რაოდენობის მოთხოვნით და ასევე დაუნდობლობით, რომელიც უფრო "სასტიკს" ხდის ყოველდღიურობას. თბილისის კონსერვატორიას ძალიან ბევრი დადებითი მხარეები აქვს, თავს როგორც საკუთარ მყუდრო სახლში ისე ვგრძობდი, რასაც ვერ ვიტყვი ჯულიარდზე, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს დღის განმავლობაში იქ ვატარებ, მაინც უცხოა ჩემთვის ის გარემო, თუმცა სამი წლის თავზე ბევრ მოვლენასთან მომიწია შეგუება, იმის მიღება, რასაც ადრე ვაპროტესტებდი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ