მარტვილელი მღვდელმონაზონი ველოსიპედით - ფოტო, რომელმაც "ფეისბუქი" მოიარა

მარტვილელი მღვდელმონაზონი ველოსიპედით - ფოტო, რომელმაც "ფეისბუქი" მოიარა

ინტერნეტმომხმარებელი ლადო წითლიძე "ფეისბუქზე" ახალგაზრდა სასულიერო პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც წირვაზე ველოსიპედით მიდის. ფოტო მარტვილშია გადაღებული და მასზე მღვდელმონაზონი ანდრია სარიაა ასახული.

"მამა ანდრია მარტვილში ჩასულს ასე დამხვდა - " წირვაზე მივდივარო ". ძალიან მომწონს ეს კულტურა და ალბათ სასულიერო პირები ამგვარი "ქადაგებითაც" უნდა გადიოდნენ ხალხში და არა მხოლოდ სიტყვით. პ.ს. პირველი ტრანსპორტია მის ცხოვრებაში", - წერს ლადო წითლიძე.

მარტვილის მონასტრის მღვდელმონაზვნის მამა ანდრიას ფოტოს ასობით კომენტარი და გაზიარება მოჰყვა.

"იმედია მალე მინისტრებსაც ვიხილავ ამგვარ ტრანსპორტზე..."; "გაიხარე მამაო! სასულიერო პირის სიმაღლე არ განისაზღვრება მატერიალურით. ღმერთმა მოგვმადლოს ღირსეული მსახურები ღმერთისა და ერისა"; "მისაბაძი საქციელია, სჯობს სხვა მამაოებმა ჯიპები დათმონ" - წერენ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს