თუ პარკირების ბარათს ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა

თუ პარკირების ბარათს ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა

ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სითი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა ათი დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ ან ერთი თვის ვადაში გადაიხადონ.

„ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ „სითი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინოს. ეს ბარათები იმოქმედებს შემდგომი ვადის გასვლამდე. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჯარიმები აქვთ დარიცხული, 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ ჯარიმას, კანონის მიხედვით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განხილვის უფლება არ აქვს“, - განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ