ისრაელის პოლიციაში ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა მიმდინარეობს

ისრაელის პოლიციაში ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა მიმდინარეობს

ისრაელის პოლიციაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზეკის“ ინტერესების გატარებას, რის სანაცვლოდაც ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმიანობა პოზიტიურად უნდა გაშუქებულიყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკითხვა დღეს დილით მის რეზიდენციაში დაიწყო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე გამოძახებულნი არიან მისი მეუღლე და შვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ საქმეში მოწმის სახით იკითხება, ამას მის წინააღმდეგ დევნად მიიჩნევს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ე.წ. „საქმე 1000“ ეხება ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომლის საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან მიღებაში ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ. მეორე, ე.წ. „საქმე 2000“ უკავშირდება ისრაელის პრემიერის მცდელობებს შეუთანხმდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლის „ედიოტ აჰრონოთის“ მფლობელს, რათა მისმა კომპანიამ ისრაელის მთავრობის საქმიანობა დადებით ჭრილში გააშუქოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"