"გამიჭირდა, როცა გიორგი წავიდა... ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა" - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ალაპარაკდა

"გამიჭირდა, როცა გიორგი წავიდა... ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა" - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ალაპარაკდა

ნინო ჩხეიძის მუსიკალურ კარიერაში არაერთი სიახლეა. მან ცოტა ხნის წინ გამოუშვა ახალი ალბომი, რომელშიც შესული სიმღერების ნახევარი, სწორედ მისთვის არის დაწერილი. ნინო ახალი გეგმების და ქმარ-შვილის შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა:

- როდესაც გიორგის გაყევი ცოლად, მაშინ ხვდებოდი იმას, რომ ის კარგი მეუღლე და მეგობარი იქნებოდა?

- ეს მქონდა წარმოდგენილი, ქმარზე არ მიფიქრია, პატარა ვიყავი და ასეთი გამოცდილი თვალი არ მქონია. გიორგის რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ კარგი ადამიანია.

- მას შემდეგ რაც გიორგი უკრაინაში ცხოვრობს, ეჭვიანობის მომენტი არ გქონია?

- მე ვარ მე. იმდენი წელი გვაკავშირებს, გიორგი და მე ერთად გავიზარდეთ, არ ვეჭვიანობ, რადგან არ მჯერა, რომ ვინმემ მე შემცვალოს. ჩვენ გარდა ცოლ-ქმარისა, მეგობრები ვართ, ძმაკაცები, ყველაფერი და ასეთ ურთიერთობაში არ "მოსულა" ეჭვიანობა. რომ გითხრა, თავს ვდებ, გიორგი სპეტაკია, არ "გაივლიდა", უკრაინაში ვინმესკენ არ გაიხედავს, ასეთი რაღაცეების არ მჯერა, უბრალოდ, მე სერიოზულ ურთიერთობებზე ვსაუბრობ და არა რაღაც სისულელეზე, გართობაზე.

- რა მოხდა მაშინ როცა მიხვდი, რომ ყველაფერი შენი საკეთებელი იყო?

- ამას არ მივხვდი, ფაქტის წინაშე დავდექი. რითაც ვერთობოდი, უცებ გახდა ჩემი შემოსავლის წყარო. გამიჭირდა, თან ძალიან. მე მანამდე ასე არ მიცხოვრია. ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდა. გაზის, დენის ფულს ყველაფერს რომ გიორგი იხდიდა, უცებ მე უნდა გამეკეთებინა. ცხოვრებასთან შეჯახება გამიჭირდა. როცა გიორგი წავიდა, ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა. ვფიქრობ, გავართვი თავი.

განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს