ყველი ტყვიის ჭარბი შემცველობით - რა დარღვევები აღმოაჩინეს ყველის ბაზარზე?

ყველი ტყვიის ჭარბი შემცველობით - რა დარღვევები აღმოაჩინეს ყველის ბაზარზე?

სად ვიყიდით ნატურალურ ყველს? - ეს კითხვა ბევრს ისევ ადარდებს, მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლიდან შევიდა ძალაში.

ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი: - მომხმარებელი ფხიზლად უნდა იყოს და ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღოს. უმჯობესია, შევიძინოთ ეტიკეტირებული პროდუქტი, მივაქციოთ ყურადღება, რა პირობებში ინახება და იყიდება. სამწუხაროდ, დაშვებულია ისეთი პროდუქტის რეალიზაციაც, რომელსაც არა აქვს ეტიკეტი, მაგრამ გამყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც დახლზე ექნება გამოკრული, თუ არ აქვს, უნდა მოვითხოვოთ! პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტზე არ აწერია "ყველი", დიდი ალბათობით, მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმს.

- როცა აწერია "სახაჭაპურე", "იმერული"...

- კანონი მოითხოვს, რომ ეწეროს "ყველი", თუ არ აწერია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არ არის ნატურალური.

- მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ხშირად ყველის მაგივრად მოიხმარს სოიისგან დამზადებულ ყველისმაგვარ პროდუქტს. სოია სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ერთია, რომ მისგან დამზადებულ ყველს ნატურალური ყველის ფასად ვყიდულობთ და მეორე, არსებობს ეჭვი, რომ სოია გენმოდიფიცირებულია.

- კანონი კრძალავს გენმოდიფიცირებული მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას. ამიტომ ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებული არ არის (დაშვებულია მხოლოდ 0,9%). თუ ეს პირობები დარღვეულია, ძალიან მაღალი ჯარიმებია დაწესებული. საზოგადოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა აკრძალული არ არის, მაგრამ ეტიკეტზე ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად იღებს ნიმუშებს, ჩვენც ვამოწმებთ და უფრო ხშირად სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჰიგიენური ნორმების დარღვევას, ტყვიის ჭარბ შემცველობას და ა.შ.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები ბაზარზე არ გამოვლენილა იმ რაოდენობით, რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემა იყოს...

ზედაპირული დათვალიერებით რთულია ნამდვილი ყველის ამოცნობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე საწარმოებსაც, ასევე პროდუქტებს იკვლევს ლაბორატორიულად და მონაცემებს აქვეყნებს საიტზე - მომხმარებელი ყველაზე სანდო ინფორმაციას სწორედ ასე მიიღებს. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ