ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა

ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვის მე-17 გიმნაზიაში ასწავლიდა. გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ რუსულ მედიასთან დარსალიას მოსწავლეები საუბრობენ. ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველია, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.

დარსალიას მოსწავლეების თქმით, ტატიანა ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, ამასთან დირექტორის მოადგილე იყო აღმზრდელობით ნაწილში. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.

"როდესაც ხედავდა, რომ ვინმე ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მიდიოდა მასთან და მიზეზს ეკითხებოდა. მუდმივად ცდილობდა, გაჭირვების დროს სხვებს დახმარებოდა," - ამბობს დარსალიას ერთ-ერთი მოსწავლე.

კვირას ტატიანა 14 წლის შვილთან, ელიასთან ერთად სავაჭრო ცენტრში წავიდა. მოსწავლეები ჰყვებიან, რომ როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გამოაგდო და თვითონ კინოთეატრში აბრუნდა, სადაც ბავშვები იყვნენ. ცდილობდა, ისინი გარეთ გამოეყვანა, თუმცა თავადაც ვეღარ მოახერხა გამოსვლა.

რუსეთში, ციმბირში, კემეროვის ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ