ავტომანქანაში, რომელიც მოზარდს დაეჯახა ქეთი ციხელაშვილი იმყოფებოდა

ავტომანქანაში, რომელიც მოზარდს დაეჯახა ქეთი ციხელაშვილი იმყოფებოდა

წყნეთში მოზარდს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაადასტურეს. შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც, თუმცა საჭესთან მძღოლი იჯდა.

ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც თავად ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა, რათა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაცნობოდა.

წაიკითხეთ ციხელაშვილის კომენტარი კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნახეთ ვიდეო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს