იდუმალი სტუმარი პეკინში - კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაემგზავრა

იდუმალი სტუმარი პეკინში - კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაემგზავრა

ჩრდილოკორეელი მაღალი რანგის პოლიტიკური პირი, რომელიც პეკინში მოულოდნელად ჩავიდა, სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინია, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ფხენიანელი პოლიტიკოსის ვიზიტის შესახებ პეკინში, თავდაპირველად, იაპონურმა მედიამ დაწერა. პოლიტიკოსის ვინაობა, ჯერჯერობით, დაუდგენელია, ჟურნალისტების ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში ის დიპლომატების მატარებლით ჩავიდა, პეკინში პოლიტიკოსს გაძლიერებული დაცვა დახვდა.

სამხრეთ კორეაში მისი ვინაობის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ სიტუაციას „ყურადღებით აკვირდებიან“.

თუ პეკინში სტუმრად მყოფი პოლიტიკოსი კიმ ჩენ ინია, ეს დიქტატორის პირველი ვიზიტია ქვეყნის საზღვრებს გარეთ 2011 წლის შემდეგ.

სტუმრის ვინაობის შესახებ ოფიციალურ პეკინს განცხადება არ გაუკეთებია. იაპონურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მატარებლის კადრებიც, სადაც, სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი ზის.

პეკინის რკინიგზის სადგურთან მდებარე მაღაზიის მენეჯერი ამბობს, რომ ორშაბათ დილას ის „უცნაური სცენის“ მომსწრე გახდა.

„სადგურში და მის მიმდებარედ უამრავი პოლიციელი იდგა, თავად სადგური შიგნიდანვე ჩაკეტეს,“ - განაცხადა მან „ესოშეიტიდ პრესთან“.

რკინიგზის სადგურიდან სტუმარი მოტოციკლეტების ესკორტმა გააცილა.

სამხრეთ კორეელი ექსპერტები ამბობენ, რომ სტუმარი, შესაძლოა, კიმ ჩენ ინი, ან მისი და - კიმ იო-ჯონგი იყოს, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში ოლიმპიადასაც სტუმრობდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"