სანამ ცხვირის წვეთებს გამოიყენებთ, ეს წესები დაიმახსოვრეთ... - რჩევები ოტორინოლარინგოლოგისგან

სანამ ცხვირის წვეთებს გამოიყენებთ, ეს წესები დაიმახსოვრეთ... - რჩევები ოტორინოლარინგოლოგისგან

სურდო ბევრს არასერიოზული დაავადება ჰგონია, თუმცა ის მრავალი უსიამოვნების მომტანია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფარმაცევტიკაში არსებული სხვადასხვაგვარი სპრეები თუ წვეთები დიდწილად ამსუბუქებესურდოთი გამოწვეულ უსიამოვნებებს. ამ თემაზე "ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" ექიმი, მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე საუბრობს:

– ქალბატონო მარინა, როგორია ამ პრეპარატების მოქმედების პრინციპი?

– უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად სურდო, რინორეა – ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა ვირუსული აბაქტერიული ინფექციის მიმართ. ცხვირის ღრუში გამოყოფილი ლორწო იცავს სასუნთქ გზებს მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებისაგან.

მოქმედების მიხედვით სურდოსა და ცხვირის გაჭედილობის სამკურნალო საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • სისხლძარღვების შემავიწროებელი;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელი;
  • ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური;
  • ანტიბაქტერიული;
  • ვირუსის საწინააღმდეგო;
  • ლორწოს გამათხელებელი;
  • ჰორმონული;
  • მცენარეული.

ისინი ძირითადად სპრეისა და წვეთების სახითაა წარმოდგენილი.

– რომელი ფორმა უფრო მოსახერხებელია?

– ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს. ეს დამოკიდებულია პაციენტსა და მის დაავადებაზე. რიგი პარამეტრებით, სპრეი უფრო ეფექტიანია, რადგაპრეპარატი თანაბრად ნაწილდება ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე. მეორე მხრივ, ის უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის...

– რატომ?

– ცხვირში სპრეის შესხურებისას შეიძლება ის არა მარტო ბავშვის ცხვირის ღრუში მოხვდეს, არამედ, მაგალითად, ევსტაქის მილში, რომელიც ბავშვებს მოზრდილებისაზე უფრო მოკლე აქვთ. სპრეისთაერთად შეიძლება იქ ბაქტერიებიც შევიდეს, რამაც ოტიტი აევსტაქიიტი გამოიწვიოს. სპრეი შეიძლება მოხვდეს ბრონქებშიც და ასფიქსია ასხვა მძიმე შედეგები განვითარდეს.

– როგორ მოვიხმაროთ პრეპარატები?

– წვეთისა და სპრეის ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ სწორ მოხმარებაზე. ცხვირში მწოლიარემ უნდა ჩაიწვეთოთ, სპრეის შესხურება კი ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას სჯობს.

– როგორ მოქმედებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები?

– სურდოს ერთ-ერთი თვისება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვების გაფართოებაა. ეს იწვევს შეშუპებასა და ცხვირის გაჭედილობას. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების ადრენალინის რეცეპტორებზე, ავიწროებს მათ, ამის გამო შეშუპება მცირდება და ცხვირიც სუფთავდება... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ