ავტორი:

"გადახტი და გაიყინე" - Red bull-ის ორგანიზებით გუდაურმა ექსტრემალურ შეჯიბრს მეოთხედ უმასპინძლა

"გადახტი და გაიყინე" - Red bull-ის ორგანიზებით გუდაურმა ექსტრემალურ შეჯიბრს მეოთხედ უმასპინძლა

ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და გასართობი შეჯიბრი Jump&Freeze ანუ "გადახტი და გაიყინე" 24 მარტს გუდაურში გაიმართა. უკვე მეოთხედ აღნიშნულ შეჯიბრს ორგანიზებას Red Bull უწევდა.

100 მეტრიანი ბილიკიდან მონაწილეებს თხილამურით, სნოუბორდით, ციგით ან მათ მიერ აწყობილი კონსტრუქციით შეეძლოთ გადახტომა. შეჯიბრში მონაწილეობა 13 გუნდმა მიიღო. თითო გუნდი ორი ან მეტი მონაწილისგან შედგებოდა. მათ კომპეტენტური ჟიური 10 ბალიანი ქულათა სისტემით აფასებდა.

რეგისტრაციის გასავლელად მონაწილეებს ევალებოდათ, რომ წინასწარ წარედგინათ გუნდის კრეატიული კონცეფცია, მოეფიქრებინათ სახელი და შესაბამისი სახალისო კოსტიუმები მოემზადებინათ.

მარტის სუსხის მიუხედავად, ზღვის დონიდან 2 196 მეტრზე გამართული შეჯიბრი ხალხის ნაჯკლებობას არც წელს უჩიოდა. "გადმოხტი და გაიყინე"-ს საუკეთესო ნახტომის კატეგორიაში გამარჯვება გუნდმა "კოკნარიმ" მოიპოვა. ხოლო საუკეთესო კრეატიული კონცეფცია, ჟიურის შეფასებით, ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა "მაშველებმა"წარმოადგინეს.

Red Bull Jump and Freeze საერთაშორისო პროექტია და პირველად ის ავსტრიაში 2008 წელს ჩატარდა. საქართველო კი ღონიძიებას 2012 წლიდან მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ