70 წლის არნოლდ შვარცნეგერს გულის ოპერაცია გაუკეთეს

70 წლის არნოლდ შვარცნეგერს გულის ოპერაცია გაუკეთეს

მსახიობ არნოლდ შვარცნეგერს ლოს ანჯელესის კლინიკაში გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. 70 წლის ვარსკვლავი ორი დღის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ლოს ანჯელესელი ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსახიობის პრესსპიკერის თქმით, ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ, შვარცნეგერის პირველი ფრაზა იყო "I'm back" (მე დავბრუნდი, "ტერმინატორის" ცნობილი ფრაზის პერიფრაზი). შვარცნეგერს გულის სარქველის შეცვლის ოპერაცია ჩაუტარდა, მსგავსი ოპერაცია მან 20 წლის წინაც გაიკეთა და ახლა ხელახალი პროცედურა გაიარა.

მსახიობს დიდი გეგმები აქვს: მომავალი ორი წლის მანძილზე ის მისი ორი ცნობილი გმირის - ტერმინატორისა და ბარბაროსი კონანის როლებით დაუბრუნდება ფანებს.

news.sky.com-ის მიხედვით

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს