მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მეუფე გიორგი აღნიშნავს, რომ ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი" პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ.

"ინტერპრესნიუსი" მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ, მესტიაში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს. მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული. ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი" პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას", - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

მესტიის მოსახლეობა „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. ადგილობრივები, რომლებმაც გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს, დღესაც ადგილზე რჩებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურა ნიჟარაძემ განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა სვანეთში საფრთხისშემცველი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას არ შეეგუება. მისივე ინფორმაციით, გუშინ იყო შემოთავაზებები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ბეტონით დატვირთული მანქანები გაეტარებინათ, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს.

„მე გუშინ გვიან შევუერთდი აქციას და დღეს თორმეტი საათისთვის ველოდებით ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას, რათა ერთობლივად გადავწყვიტოთ, რა როგორ გავაკეთოთ. ყველამ ერთხმად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჰესების მშენებლობა რომ შეჩერდება, ეს ფაქტია, მაგრამ მანქანების გატარება-არ გატარებაზეა საუბარი. იყო შემოთავაზებები, რომ ცემენტით დატვირთული მანქანები გაგვეტარებინა. გვითხრეს უბრალოდ დაცლიან მანქანებს და გამობრუნდებიან, მშენებლობას შევაჩერებთო. შეგვპირდნენ, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეგვახვედრებდნენ, თუმცა იმდენჯერ მოვტყუვდით, რომ უკვე არ გვჯერა, ამიტომ მოლაპარაკებაც არ შედგა. ინვესტორი არ გამოჩენილა საერთოდ. ვხედავთ, რომ ინვესტორის ფუნქციას სახელმწიფო კისრულობს და იღებს თავის თავზე. ვფიქრობ, რომ ეს მანქანები გაბრუნდებიან და ერთი თვით შეჩერდება ამ ჰესის მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ მოვიყვანთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებიც შეისწავლიან აქ არსებულ ვითარებას. ჩევენ კი ვიცით, რომ ეს პროექტი ყველანაირად წამგებიანია და არაფრის მომცემია რაიონისთვის“, - განაცხადა ზურა ნიჟარაძემ.

მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ